გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე
online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და
ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი
უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის
გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია
სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ
სტუდენტებს, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია
დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც
მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება.
2025 წლის გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო.
თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში,
ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. სულ 24
საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.
მასალის გამოყენების პირობები