ახალი ამბები
"დედა უნივერსიტეტი" - ფოტონამუშევრების გამოფენა წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ორი წლის მანძილზე გადაღებული ფოტოები. ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოტონამუშევრების გამოფენა სახელწოდებით"დედა უნივერსიტეტი " მოეწყო.

"ფოტოები ფაქტიურად გვიყვებიან იმას, თუ რა გაკეთდა ჟურნალისტიკის დეპარტამენტში ბოლო ორი წლის განმავლობაში," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ხემძღვანელმა, მზია თადუმაძემ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილი ფოტოგამოფენის ხელმძღვანელია ფოტოგრაფი და ლექტორი, ია ჩარკვიანი.
Print