პოლიტიკური ორგანიზაცია "თავისუფლების მოედნის" ლიდერი ლევან
ცუცქირიძე ქუთაისში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს
შეხვდა.
მიზანი კანონპროექტის გაცნობა იყო: "თავისუფლების მოედანმა"
ლუსტრაციის კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც მათი განცხადებით, იქნება
პირველი ინიციატივა, რასაც ახალ, დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს
წარუდგენენ.
თუმცა მანამდე ორგანიზაციის წევრები მოქალაქეებს ხვდებიან საქართველოს
სხვადასხვა ქალაქში, რათა გააცნონ კანონპროექტი და მოისმინონ
საზოგადოების წარმომადგენლების აზრი.
მაინც, რა არის ლუსტრაციის მიზანი?
"ლუსტრაცია არის პროცესი რომელიც გაიარეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა
ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში ლიეტუვამ, პოლონეთმა, ესტონეთმა,ასევე
გერმანიამ, რათა გამოაშკარავებულიყო რუსეთი უშიშროებასთან
თანამშრომლობაში მყოფი პირები. რომლებიც მავნე ზემოქმედებას ახდენდნენ
ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებებით. ამ
აპროცესმა ძალიან მნიშვნელოვანი განწმენდა გამოიწვია ამ ქვეყნებში,
რამაც შემდგომში უზრუნველყო როგორც პოლიტიკური კლასის, ისე ზოგადად
საზოგადოების სწორ პრინციპებზე ფორმულირება და განვითარება", - ამბობს
კანონპროექტის ავტორი ვალერი თევდორაძე.
საქართველომ ეს პროცესი ვერ გაიარა. ამის მიზეზად ვალერი თევდორაძეს,
საბჭოეთის ნგრევის შედეგ ეროვნული ხელისუფლების მოკლე დროში დამხობა
მიაჩნია.
"სულ რაღაც ექვს თვეში ეროვნული ხელისუფლება დაამხვეს ისევ საბჭოთა
ნომენკლატურის წევრებმა. ის ადამინები მოექცნენ სათავეში, ვის
წინააღმდეგაც იდეაში ეს კანონი იქნებოდა მიმართული, რაც თავისთავად
გამორიცხავდა ამ ყველაფერს."
სადღეისოდ არსებობს მოსაზრება, რომ ლუსტრაციის პროცესი დაგვიანდა,
თუმცა "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენლები საკითხს სხვაგვარად
ხედავენ.
"დღეს შესაძლებელია იყოს მოსაზრება, რომ რაღა დროს ეს არის, მაგრამ
სიმართლის დრო მგონი ყოველთვის არის. ჩვენ მტკიცებულებებისა და
დოკუმენტის დონეზე უნდა გავიგოთ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, საიდან
მოვდივართ, რაზე გავიზარდეთ, ვინ იყო ამ ქვეყნის რეალური მისაბაძი
პიროვნება და ვინ იყო ცრუ ავტორიტეტი. რანარიად ხდებოდა ამ
ადამიანების მხრიდან უშიშროების ბერკეტების გამოყენებით, ჯანსაღი
ინტერესების ჩაკვლა და თავიანთი მავნე გავლენების გავრცელება. ეს
დოკუმენტები დღესდღეობით არსებობს და მასზე გადაფოფრილია იუსტიციისა
და შსს ხელმძღვანელობა. არქივები არის სრულად გასაიდუმლოებული. თუმცა
ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლების პირობებში , შექმნილი პრობლემა,
შევარდნაძიდან მოყოლებული, ეს თემები არის გასაიდუმლოებული. ამ
ყველაფერმა კი ძალიან დაგვაზიანა".
ამ კანონის საფუძველზე, არქივების გახსნით, დიკუმენტების შესწავლით
შესაძლებელი გახდება ისტორიული სამართლიანობა აღდგენა, მიაჩნიათ
კანონპროექტის ავტორებს.
"ჩვენ ვიცით ათასი ისტორია საბჭოთა რეპრესიებზე დახვრეტილ
ადამიანებზე, ვიცით ლეგენდები ამა თუ იმ პირზე, მაგრამ არ ვიცით როგორ
მოხდა ეს, ვისი დაბეზღებით, ვისი ხელით უშუალოდ, ვინ დახვრიტა ესა თუ
ის ადამიანი. როცა არ ვიცით, ვიღებთ ისეთ ვითარებას, რომ ეს ხალხი
ვინც მსგავს საქმეებს აკეთებდა ( აგერ გასული საუკუნის 80 იან წლებშიც
კი), ისევ ჩვენი ქვეყნის განვითარების კურსს განსაზღვრავს, ისევ
მონაწილეობს იგივე მაქინაციებში, რომლებში მანამდეც იყო ჩართული.
ამიტომ, ამის გამოვლენის გარეშე როგორ შევაფასოთ ჩვენი უახლესი
წარსული? !"
მასალის გამოყენების პირობები