ჭიათურაში პროტესტი 170 დღეზე მეტია, გრძელდება.
ქალაქის ცენტრში მაღაროელებს კარვები კვლავ გაშლილი აქვთ და როგორც
ამბობენ, მანამ ექნებათ, სანამ დაკავებულ 4 თანამებრძოლს ციხიდან არ
გამოუშვებენ.
მშრომელები ასევე ითხოვენ კომპანიისგან, დაერიცხოთ კუთვნილი 60%-იანი
ანაზღაურება, რომელიც მარტისა და აპრილის თვეებში უნდა მიეღოთ.
"საპროტესტო კარავში იწარმოება განცხადებები, რომლებიც თითოეულმა
დასაქმებულმა ინდივიდუალურად უნდა შეავსოს. განცხადების ფორმა და
ტექსტი უკვე მზად არის.
განცხადებით ვითხოვთ, დაგვერიცხოს კუთვნილი 60%-იანი ანაზღაურება,
რომელიც მარტისა და აპრილის თვეებში უნდა მიგვეღო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ საპროტესტო კარავში. ყველა
ის განცხადება, რომელიც მზად იქნება, წარედგინება დამსაქმებელს,
რომელიც ვალდებულია უმოკლეს ვადებში მოახდინოს რეაგირება",- ამბობენ
ისინი.
ჭიათურელი მაღაროელები ექვს თვეზე მეტია, აპროტესტებენ კომპანიის მიერ
მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების
გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ
გათავისუფლებას.
მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის
გათავისუფლება, რომელთა საქმის არსებითი განხილვაც სასამართლოში 1
აგვისტოს დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები