ახალი ამბები
ქუთაისში დაუნის სინდრომის საერთაშრისო დღე აღინიშნა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუნის სინდრომის საერთაშრისო დღე აღნიშნეს.

"უნივერსიტეტი ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს და გვაქვს ორიგინალური აქცია. ერთად ქაღალდის ჭრელ წინდებს ვხატავთ ხოლმე და მოვუწოდებ ყველას გავერთიანდეთ და არ დავითვალოთ ქრომოსომები,"- ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნატო ქობულაძე.

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება. რიცხვი 21 სიმბოლურად არის გამოყენებული 21-ე ქრომოსომის აღსანიშნავად.

ღონისძიებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლეები ესწრებოდნენ.

"დაუნის სინდრომი არ არის დაავადება. ასე რომ, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს. ამ დღის აღნიშვნით ვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას დაუნის სინდრომთან დაკავშირებით,"- აცხადებს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი, ეკა არველაძე.
Print