„სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს
სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება,
თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო
პროცესების მონიტორინგს და შეფასებას".
ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების"
განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად
გთავაზობთ.
"4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნები
უნდა გაიმართოს. „სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო პერიოდის
დაწყებისთვის ქვეყანაში არსებული გარემო და დემოკრატიული არჩევნების
ჩასატარებლად საჭირო პირობების არსებობა შეაფასა.
ანგარიშისთვის მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენდა ევროკავშირის
მიერ საქართველოსთვის, როგორც ამ გაერთიანებაში გაწევრების კანდიდატი
ქვეყნისთვის, წამოყენებული მოთხოვნა, ჩაატაროს თავისუფალი,
სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.
„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, ვენეციის კომისიის საარჩევნო
ნორმათა კოდექსის ის სამი პირობა, რაც მოიცავს ძირითადი უფლებების
პატივისცემას, საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობასა და პროცედურული
გარანტიების არსებობას, დიდწილად არ არის დაცული, რითაც თავისუფალი,
სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა
მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.
აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები” მუნიციპალიტეტის
ორგანოთა არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და
მეთოდოლოგიით არ დააკვირდება. თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს მიმდინარე
პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს და შეფასებას",-
აღნიშნულია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები