ახალი ამბები
უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა - საქსტატი
FaceBook
მიმდინარე წლის გასულ სამ თვეში (მეორე კვარტალში) ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა.

ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს.

მონაცემები შედარებულია გასული წლის იმავე პერიოდთან.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით):

უმუშევრობის დონე 0,6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 14,3 პროცენტი შეადგინა;

თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 29,3 ათასით შემცირდა (6,5%) და 422,2 ათასი შეადგინა;

უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7,9 ათასით (3,6%) და 227,6 ათასი შეადგინა;

დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 4,7 ათასი კაცით (0,5%) და 940,5 ათასს მიაღწია.

თუ მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის დონეს შევადარებთ, ჩანს, რომ იანვარ-მარტთან შედარებით აპრილ-ივნისში ეს მონაცემი შემცირებულია.


Print