ახალი ამბები
18 აგვისტოს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
FaceBook
დღეს, 18 აგვისტოს,  საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ.
ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცესკოს ცნობით საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ 11-დან 14 აგვისტოს ჩათვლით განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Kონკურსი.ცეც.გოვ.გე) საშუალებით. 

ცესკოს ცნობით, სულ შემოვიდა 24 314 განაცხადი. კონკურსანტებიდან 9 117 საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენი 15 197 კი კომისიის წევრობის კონკურსში.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა.
Print
თეგები: #არჩევნები