ახალი ამბები
„ჩვენი აქ დგომით კომპანია ვერ გიბედავთ იმას, რისი გაკეთებაც უნდა“ - ტარიელ მიქაცაძე მაღაროში დასაქმებულებს
FaceBook
"ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ ციხიდან, ეს კარავი აქ იქნება, პროტესტის მუხტი აქ იქნება", -
აცხადებს მაღაროელი, ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.

იგი მიმართავს მაღაროში დასაქმებულ ჭიათურელებს და შეახსენებს რომ მათ აქვთ იმაზე მეტი უფლება, ვიდრე დროებით გათავისუფელბულებს და მათ უნდა ისარგებლონ ამ უფლებით.

"მინდა მივმართო ყველა დასქმებულს ჭიათურაში, 1600 დასაქმებულს. უნდა აიმაღლოთ ხმა თქვენ გაქვთ ჩვენზე ბევრად მეტი უფლება, თქვენ ხართ კომპანიაში დასაქმებულები. ჩვენ ვართ ცალმხრივად გათავისუფლებულები კომპანიის მხრიდან. ჩვენ ამას ვასაჩივრებთ დ ა აუცილებლად მოვიგებთ. მაგრამ ვიდრე ეს არ არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი, ჩვენ არ გვაქვს უფლება გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. ყველაზე დიდი ბერკეტი და ძალა თქვენ გაგაჩნიათ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, არის ეს კვება, ტექნიკური გადაიარაღება თუ სხვა საკითხები, მათ შორის ხელფასიც. აიმაღლეთ ხმა და მოითხოვეთ თქვენთვის კუთვნილი...ვინც მუშაობთ ფიქროთ ამას იქით სამართალი არ არსებობს, მაგრა არსებობს! ხმა აიმაღლეთ. ძალაც თქვენს ხელშია და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. ჩვენ გარედან მაქსიმალურს გავაკეთებთ კანონის ჩარჩოებში  დავიცვათ თქვენი უფლებები".

ტარიელ მიქაცაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და იმ საფრთხეებზე, რაც პროტესტის შეჩერების შემთხვევაში დასაქმებულებს ელოდებათ.

"სამომავლო გეგმები არის: ვდგავათ სანამ ბიჭები ა რ გამოვლენ გარეთ. ჩვენი ა ქ დგომა მაღაროელებო, ვონც ახლა დასაქმებლები ხართ, ჩვენი ა ქ დგომით კომპანია ვერ გიბედავთ იმას, რისი თქმაც და გაკეთებაც უნდათ თქვენთვის. ეს არის იმ გეგმის დაკანონება, რაც ჯერ კიდევ არ გიწვნევიათ და მიგიღიათ. მაგრამ როცა მიეცემათ ამის შანსი და ჩვენ აქ აღარ ვიქნებით, აუცილებლად, კოლექტიურსაც და ინდივიდუალურსაც, გეგმის მატება იქნება თუ ხელფასის შემცირება, აუცილებლად იგემებთ. ამიტომ იცოდეთ, რომ ჩვენ აქ ჩვენი თავის გამო არ გდგავართ, ჩვენ ვდგავართ თქვენს მაღაროელების სადარჯოზე. ამას უნდა შენარჩუნება, გაფრთხილება და რაც მთავარია მხარდაჭერა. ჭიათურის გადარჩენისთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ ერთი, ორი და თუნდაც ერთი ჯგუფის მხრებზე. ეს უნდა ჰქონდეს ყველა ჭიათურელს გასიგრძეგანებული..მივმართავთ ყველა იმ დასაქმებულს, რომელიც დღეს მუშაობთ წარმოებაში , ვის და რის ფასად ეგ ცალკე საკითხია , მაგრამ გეტყვით როდესაც ქალაქში კარვები აღარ იქნება თქვენ იგრძნობთ კომპანიის რეალურ ძალას და მარწუხებს. შემიძლია გითხრათ ,რომ აქციის თითეული დღეს სანატრელს გაგიხდით კომპანია.ეს არ არის შორეული მომავალი რამოდენიმე თვის ამბავია".

ჭიათრელი მაღაროელები თითქმის ექვსი თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა.

Print