ახალი ამბები
ქუთაისში "ნაციონალების" დროს გასხვისებული მიწების კანონიერებას სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
FaceBook
ნატო ქათამაძე -"თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, შესაბამის უწყებებს გადავუგზავნით"

ქუთაისის საკრებულოში სხვადასხვა წლებში გასხვისებული მიწების კანონიერების შესასწავლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჯგუფმა 2004-2014 წლებში ყოფილი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ფორმით გასხვისებული მიწების კანონიერება უნდა  შეისწავლის. ინიციატივის ავტორი საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძეა.

ქათამაძე ამბობს, რომ მოქალაქეები ადგილობრივ თვითმმართველობას საკმაოდ ხშირად მიმართავენ უკანონოდ გასხვისებული მიწების უკან დაბრუნების თხოვნთ, რის გამოც ეს გადაწყვეტლება იქნა მიღებული.

"რეგლამენტით საკრებულოს აქვს უფლება შექმნას დროებითი სამუშაო კომისია კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ვიმუშავებთ, განვიხილავთ და თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, შესაბამის უწყებებს გადავუგზავნით",-ამბობს ნატო ქათამაძე.

ქათამაძეს უკვე აქვს მოსახლეობის 3 კოლექტიური განცხადება და  10 -ზე მეტი სიტყვიერი პროტესტი.

სამუშაო გჯუფის შექმნის გადაწყვეტილებას ხვალ ბიუროს სხდომაზე მიიღებენ.

Print