ახალი ამბები
43 ორგანიზაციის სოლიდარობა არასამთავრობოებს
FaceBook
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევას წარმოადგენს.

მანამდე ექვსმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ("საფარი", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "მედიის განვითარების ფონდი", "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]") განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი მიიღეს, რომელშიც "გვედავებიან ე.წ. "უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის დარღვევას, ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად." თავად წერილი არასამთავრობო ორგანიზაციებს არ გაუსაჯაროებიათ.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: "ევროპის ფონდი სამოქალაქო იდეა", "სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის"-; "ყვარლის ევროკლუბი"; "სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი"; "საქართველოს ევროპული ორბიტა" ; "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" - ; "სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი"; "სასამართლოს გუშაგი" ; "პრევენცია პროგრესისთვის" ; "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი"; "ევროპულ-ქართული ინსტიტუტი"; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "მწვანე ალტერნატივა", "უფლებები საქართველო"; "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" – IDFI; "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" – GDI; "თბილისი პრაიდი"; "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი" ; "საქართველოს მომავლის აკადემია" ; "მედიაომბუდსმენი"; "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" - ; "ბათუმელები"; "ნეტგაზეთი"; "პროაქტივ ჯგუფი საქართველო"; "მედია კლუბი"; "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ; "საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია";– "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის"; "კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი" ; "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი"; "სამოქალაქო იდეა"; "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი".
Print
თეგები: #მხარდაჭერა