დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულება -
ვენეცია დაემატება.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
Wizz Air რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის
მიმართულებით, კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.
"ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით იტალიის უკვე მესამე ქალაქში
მოხვედრა იქნება შესაძლებელი. ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი
ავიაკომპანია
Wizz Air რეისებს
ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით -
სამშაბათსა და შაბათს,
Airbus A321neo
ტიპის ხომალდით შეასრულებს“, - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები