ახალი ამბები
სინათლე არ უნდა ჩაქრეს - 22 დამოუკიდებელი ონლაინმედიის გაერთიანებული კამპანია
FaceBook

რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.


სწორედ ამ რეალური საფრთხის საჩვენებლად, 22 მედიის ვებგვერდი დროებით გაითიშა. სიმბოლურ გათიშვას წინ უძღოდა კამპანიას „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი მედიის დასაცავად მხარდამჭერების გაერთიანებაა. ამ მიზნით შეიქმნა ერთიანი პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია 22 მედიის მხარდაჭერა ერთ ანგარიშზე ჩარიცხვით.




კამპანია სვამს კითხვას: რა ხდება, როცა სინათლე ქრება? - როცა თავისუფალი ხმა წყდება და საზოგადოება მიუკერძოებელ ინფორმაციას ვეღარ იღებს. სინათლესთან ჩაქრობასთან ერთად ქრება სიმართლეც.



კამპანიის მიზანია, მკითხველს დაანახოს:

  • დამოუკიდებელი ონლაინმედიებისს ერთობა,
  • რეპრესიების ფონზე მათი გაქრობის რეალური საფრთხე
  • და მისი როლი სინათლის შენარჩუნებაში.

კამპანიის ოფიციალური ვებგვერდი:https://sinatle.media/

ანგარიშის ნომრები:

#GE76TB7548536080100013

#GE06BG0000000609779465

ონლაინმედიები:

ბათუმელები

ნეტგაზეთი

პუბლიკა

ინდიგო

ქართლის ამბები

გურია ნიუსი

სამხრეთის კარიბჭე

Chai Khana

Info imereti

სტუდია მონიტორი

ქუთაისიპოსტი

OC Media

რადიო მარნეული

აჭარა თაიმსი

აი, ფაქტი

პროექტი 64

მედიაჩეკერი

ჩემი ხარაგაული

აპრილი

გურიის მოამბე

TOK2Region

Jnews.ge

"ქართულმა ოცნებამ "  ბოლო ერთი წლის განმავლობაში  მედიის შემზღუდავი არაერთი კანონი მიიღო, რომლითაც შეუძლებელი ხდება მედიისთვის გრანტების მიღება. 

არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც ამ კამპანიაში მონაწილეობს, უცხოეთის გავლენის აგენტად არ რეგისტრირდება.

Print