რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვისა და
აღრიცხვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული
სააგენტო ავრცელებს.
პროგრამა, პირველ ეტაპზე, ბათუმის, ქუთაისის და გურჯაანის
მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების
ჩართულობით ხორციელდება.
„საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი),
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით,
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების
(ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.
„პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ
ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს
ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას,
ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების
ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.
პროგრამა, პირველ ეტაპზე, ბათუმის, ქუთაისის და გურჯაანის
მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების
ჩართულობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული
ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ
განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების
ჩასატარებლად.
პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა,
რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი
პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით
აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ.
ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები,
ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.
ქუთაისში, უმეთვალყურეოდ დატოვებულ ძაღლებზე ზედამხედველობას, 2015
წლიდან "ააიპ სპეციალური სერვისები ახორციელებს". ორგანიზაციამ 2016
წლიდან ძაღლების თავშესაფარი მოაწყო, რომელიც 200 ძაღლზეა
გათვლილი.
ავტოქარხნის დასახლებაში არსებულ ძაღლთა თავშესაფარში მიყვანილ
ძაღლებს კასტრაციას, სტერილიზაციას, ცოფზე ვაქცინაციას და სამედიცინო
დახმარებას უწევენ. 14 დღის განმავლობაში თავშესაფარში აკვირდებიან და
შემდეგ ისევ ქუჩაში აბრუნებენ.
მასალის გამოყენების პირობები