2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში უცხო ქვეყნის 1 905 192
მოქალაქე შემოვიდა. შემოსულთაგან ყველაზე მეტი ანუ 498 726 რუსეთიდან
იყო.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:
6 თვეში საქართველოდან გავიდა რუსეთის 471 855 მოქალაქე
, შესაბამისად დარჩა 26 871. ყოველ შემთხვევაში,
ჯერჯერობით.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საზღვრის კვეთის მხრივ მეორე ადგილზეა
თურქეთი, მესამეზე - სომხეთი, რომელსაც მოჰყვება ევროკავშირის
ქვეყნები, ხუთეულს კი ისრაელი ხურავს.
ქვეყნების პირველი ექვსეული და ევროკავშირი კვეთების რაოდენობის
მიხედვით (2025 წლის 6 თვე):
რუსეთის ფედერაცია - შემოსვლა - 498 726, გასვლა - 471 855;
თურქეთი - შემოსვლა - 333 953, გასვლა - 340 050;
სომხეთი - შემოსვლა - 275 138, გასვლა - 271 974;
ევროკავშირის ქვეყნები - შემოსვლა - 137 586, გასვლა - 130 690;
ისრაელი - შემოსვლა - 102 037, გასვლა - 103 881;
აზერბაიჯანი - შემოსვლა - 85 371, გასვლა - 81 360;
ინდოეთი - შემოსვლა - 57 412, გასვლა - 59 835;
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკური
მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხო
ქვეყნის 1 851 009 მოქალაქე გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები