ახალი ამბები
"ოცნებამ" ოფიციალურ წარდგენამდე ქუთაისის მერობის კანდიდატის დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურ წარდგენამდე ქუთაისის მერობის კანდიდატის დავით ერემეიშვილის ბანერი განათავსა.
დავით ერემეიშვილი ქუთაისის მერის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა, 2024 წლის ივლისიდან კი, მას შემდეგ რაც იოსებ ხახალეიშვილმა მერის თანამდებობდა დატოვა, მერის მოვალეობას ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ  მმართველი პარტიიდან ქუთაისის მერობის კანდიდატად საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შენგელიაც განიხილებოდა, თუმცა, "ოცნებამ"  საბოლოდ არჩევანი დავით ერემეიშვილზე შეაჩერა.

დავით ერემეიშვილის კანდიდატად დადასტურების შემდეგ, ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან  ფეისბუქკზე დაწერა, თუმცა, წასვლის მიზეზზე არ უსაუბრია. მხოლოდ ის თქვა, რომ საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.

"ქართულმა ოცნებამ" ამ დროისთვის  ოფიციალურად მხოლოდ თბილისში წარადგინა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.


Print