ახალი ამბები
ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი- ქალაქი აშენდება
FaceBook
ქართული კომპანია ქუთაისში 270 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

ქუთაისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი ქალაქი აშენდება.

ქართული კომპანია "აია ინტერტაიმენტი" ქუთაისში 270 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

ადგილზე მოეწყობა დიდი დასასვენებლი კომპლექსი, სასტუმროები, სათამაშო ბიზნესისთვის სივრცე, კორტები და  სხვა სახის ინფრასტრუქტურა. კომპანიას ათი სხვადასხვა ობიექტის მაკეტი აქვს წარმოდგენილი.

კომპანიის ინვესტიცია ქუთაისის გარდა მოიცავს წყლატუბოსა და სამტრედიის ნაწილსაც, ჯამში 60 ჰექტარ მიწას.

ქუთაისის საკრებულომ მინი-ქალაქის მშენებლობისთვის სახელმწიფოს უკვე გადასცა მიწა უსასყიდლოდ, თუმცა, ამ შემთხვევაში მიწის გადაცემა კონკრეტული პირობით მოხდა. თუ კომპანია ტერიტორიაზე დაგეგმილ ინვესტიციას ვერ განხორციელებს, მიწა კვლავ ქალაქის საკურებაში გადავა.

Print