მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და
„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის
საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე
გამოაცხადებს.
ამის შესახებ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში
სხდომაზე განაცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა
საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
“პირველი, რაზეც უნდა ვისაუბრო, პროკურატურის მიერ
შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმებაა. ადვოკატებმა ჩემი პოზიცია ვერ
გაახმოვანეს, ვერ მოვაწერ ხელს ამ საპროცესო შეთანხმებას,
შემოთავაზება ძალიან შეურაცხმყოფელი და ცოცხლად დამარხვის ტოლფასია.
რაც მოხდა, არ იყო თავდასხმა. სილის გაწვნის თავდასხმად წარმოჩენა
ბოროტებაა, რა სამართალია არ ვიცი.
შვიდი თვეა ამაზე ვფიქრობ. ჩემი დაპატიმრების
პირველივე დღიდან, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ე.წ. დაზარალებული
დგებუაძის მიმართ. ათამდე გამომძიებელმა ისე შეკრა და მოიტანა საქმე
სასამართლოში, კითხვა არ დაუსვამთ და ჩემი აზრით, არ დაინტერესებულან.
გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ და მიკერძოებული
გამოძიება არ ჩაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით
სასამართლოში არ შემოვიდოდა.[ირაკლი დგებუაძე] შემპირდა ბრალდებას
4-დან 7 წლამდე და პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. ახლა
სასამართლოს დრო დადგა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჩემ საქმეზე თუ რა
სასჯელი მემუქრება.
არ გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქალი ვარ. ნურც ჯანმრთელობის
მდგომარეობას გაითვალისწინებთ. მტკიცებულებებიც საკმარისია. რა
გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მინდა იცოდეთ, რომ თავს
გამარჯვებულად ვთვლი.
ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატებს,
უფლებადაცველებს.ვისაც არ დაეზარა, ქვა და ტალახი მესროლა, ჩემმა
ადვოკატებმა შეძლებს და ფაქტებით დაუპირისპირდნენ პროპაგანდას. მათ
შეძლეს, ჩემს სიმართლეზე ამ დარბაზში და მის მიღმაც არგუმენტებით და
მტკიცებულებებით ელაპარაკათ. მათ შეძლეს ადამიანების მიმართ ნდობა
შემენარჩუნებინა და სამართლიანობისთვის ბრძოლა გამეგრძელებინა.
დაიმახსოვრეთ მათი სახელები, ისინი ქართული მართლმსაჯულების
საყრდენები გახდებიან. მადლობას უთვალავი ადამიანი იმსახურებს ჩემგან.
კიდევ ერთი სიცოცხლე რომ მომეცეს, არ იქნება ამისთვის საკმარისი,
იმსთვის მადლობის გადასახდელად, რასაც ვგრძნობ 200 დღეზე მეტია",
- განაცხადა დასკვნით სასამართლოზე მზია
ამაღლობელმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში მზია
ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა, ამ დროის
განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები
და თავად ელჩები პროცესს აკვირდებოდნენ.
გამოცემა „ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გამოძიება
პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი
დგებუაძეს სილა გააწნა, რის გამოც მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა
ემუქრება.
ამავე თემაზე:
მზია
ამაღლობელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს
"მდგომარეობა საგანგაშოა" - მზია
ამაღლობელი კლინიკაში რჩება
მასალის გამოყენების პირობები