ქუთაისში, მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება,
რისთვისაც მერია ტენდერს [NAT250012835] აცხადებს.
საუბარია 29 ბინის ფასადის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც 9 708 183 ლარი
(სავარაუდო ღირებულება) დაიხარჯება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი მოიცავს როგორც ფასადების
რეაბილიტაციის
დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე
სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.
სარეაბილიტაციო ობიექტების
ჩამონათვალი:
როგორც სახელმწიფო შესყიდვის დოკუმენტში ვკითხულობთ, 2025 წლის
ბიუჯეტით ანაზღაურებული იქნება მხოლოდ 4 733 188 ლარის შესრულებული
სამუშაოების ღირებულება, ხოლო დანარჩენი შესრულებული სამუშაოების
ღირებულება ანაზღაურდება 2026 წლის ბიუჯეტით.
შემსყიდველთან შეთანხმებული დეტალური პროექტის საფუძველზე, სამშენებლო
სამუშაოების წარმოების საბოლოო ვადად, ხელშეკრულების გაფორმებიდან
არაუგვიანეს 2026 წლის 30 მაისია განსაზღვრული.
წინადადების მიღება 2 აგვისტოს იწყება და 7-ში სრულდება.
მასალის გამოყენების პირობები