ახალი ამბები
ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს - მომხდარზე დაწყებულია გამოძიება
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს.
ინფორმაცია "ქუთაისიპოსტს" შსს-ში დაუდასტურეს, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დაიწყო, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

ახალშობილის პოვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "მეგა ტვ"-მა გაავრცელა. მათი ცნობით, 
ჩვილი გუშინ ღამით, ერთ-ერთი სკოლის მიმდინარე ტერიტორიაზე, ზეწარში გახვეული ნახეს. ის ქუთაისში, კლინიკაში გადაიყვანეს.


Print
თეგები: #ხონი