ახალი ამბები
იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
FaceBook
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი უ.ბ. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობით ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1978 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 1975 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს და 1985 წელს დაბადებულ შ.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი მათგანი-ზ.ფ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უ.ბ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს",- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print
თეგები: #დაკავება