სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოდანაშაულის
ბრალდებით, 34 პირი დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი
ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,
უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით
დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე,
რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და
აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი
სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი
ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის:
„ფენტანილი“, „ჰეროინი“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და
სხვა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია
დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები,
სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა
და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები
ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, მათ
შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ე.წ. ხელიდან ხელში და
დადების გასაღების მეთოდით ახდენდნენ",- აღნიშნულია შსს-ს
განცხადებაში.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები