ახალი ამბები
ქუთაისელი მოფარიკავე, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება
FaceBook
პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება.

კარიერაში პირველად, ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე “თბილისი 2025”, სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგი მოწინააღმდეგე ჟან პატრის ფილიპი 15:9 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ბაზაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ვერცხლს დაეუფლა. ქუთაისელი მოფარიკავე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული.

თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი 22 ივლისს დაიწყო. ტურნირში 120 ქვეყნის 1205 მოფარიკავე მონაწილეობს.
Print