ახალი ამბები
მაგისტრანტობის კანდიდატები დღეს სამაგისტრო გამოცდას აბარებენ
FaceBook
2025 წლის საგამოცდო პროცესში, დღეს, 21 ივლისს, მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთვნენ.

ისინი სამაგისტრო გამოცდებს დღეს და ხვალ, 22 ივლისს ჩააბარებენ. 

ამასთან, 22 ივლისს დასრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. ბოლო გამოცდას აბიტურიენტები სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.


Print