ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე ინფორმაციით, დღეს, 21 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, უმეტეს რაიონში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, რომელიც გაგრძელდება 22 ივლისის ღამის საათების ჩათვლით. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში გამოიდარებს.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 25 ივლისამდე, შედარებით გრილი მასების შემოსვლა მოსალოდნელი, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-30 გრადუსი დაფიქსირდება.

კვირის ბოლოს მკვეთრად მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და 27 ივლისს 38 გრადუსი დაფიქსირდება.
Print
თეგები: #ამინდი