ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა
FaceBook
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა.

ის მანამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად კი ირაკლი კოძახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

ახალი ხელმძღვანელები გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აღნიშნული თანამდებობები ეკავათ და ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ უწყების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს, რასაც მიმდინარე საკადრო ცვლილებები ხელს შეუწყობს.
Print