გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივლისს,
საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია
დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა
და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
სააგენტოს ცნობით, 18 ივლისს გამოიდარებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) დროგამოშვებით ხანმოკლე
წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30,
+32 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით
ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):
დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით
ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს
მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც.
მასალის გამოყენების პირობები