ახალი ამბები
სამტრედიაში 8 სართულიანი ლოჯისტიკური ცენტრი აშენდება
FaceBook
ცენტრი აბრეშუმის გზით მოსარგებლე ქვეყნების ტვირთბრუნვას მოემსახურება

სამტრედიაში 8 სართულიანი ლოჯისტიკური ცენტრის აშენება იგეგმება. შენობის ასაშენებლად სამტრედიის მუნიციპალიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ უკვე გადასცა 156 038 კვ.მ ტერიტორია.

ევროპული სტანდარტების შენობის 4 სართული მიწის ქვემოთ განთავსდება, ხოლო დანარჩენი 4 მიწის ზემოთ. ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიით უნდა აღიჭურვოს.

საერთაშორისო მნიშვნელობის ცენტრი აბრეშუმის გზით მოსარგებლე ყველა ქვეყნის ტვირთბრუნვას მოემსახურება. ცენტრი სრულად ჩაერთვება საერთაშორისო სატელიტური მომსახურების მქონე მარკეტინგულ და სასაწყობე ქსელში.
აქვე დაგეგმილია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობა საბაჟო საწყობით და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნით.

პროექტის ღირებულება და მისი განხორციელების ვადები ჯერ-ჯერობით უცნობია.
სამტრედიის გამგებელი ვალერიან ფოცხვერია ამბობს, მათთან დეტალებზე საუბარი არ ყოფილა.

"გვითხრეს, რომ მიწის საკითხი მოგვეგვარებია. ვიცით მხოლოდ ის, რომ დაჩქარებული წესით უნდა აშენდეს",-ამბობს ვალერიან ფოცხვერია "ქუთაისი პოსტთან" საუბარში.

პროექტს შპს "აია ინტერტაიმენტი" განახორციელებს.

Print