ახალი ამბები
ქუთაისში, "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში, კინოჩვენება იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მერია, ღონისძიების "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში, კინოჩვენების ორგანიზებისთვის ტენდერს (NAT250012446 )აცხადებს.


როგორც ტექნიკურ დავალებაშია მითითებული 
ზაფხულის საღამოების გამართვის მიზანია მრავალფეროვანი, კულტურულ-შემეცნებითი
ღონისძიებების ორგანიზება, რაც მოიცავს კინოჩვენებებს, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი
მოსახლეობისა და ტურისტებისთვის თავისუფალი დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გატარებაზე.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ფილმების ჩვენება 3 დღის მანძილზე, ღია ცის ქვეშ იგეგმება. 
დოკუმენტის მიხედვით კინოჩვენებები უნდა გაიმართოს "თეთრი ხიდისა" და "ვერიკოს სკვერის" მიმდებარედ.

წარმოდგენილი იქნება მხატვრული ფილმები:
,,არდადეგები"- რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.
,,შინდისი" -რეჟისორი დიტო ცინცაძე.
,,შემთხვევითი პაემნები" - რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
,,ნამე" - რეჟისორი ზაზა ხალვაში.
დოკუმენტური ფილმი ,, თეთრი რელიგია" - რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძე.

აღნიშნული მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 30 000-მდე ლარი დაიხარჯება.
Print