ახალი ამბები
წყალტუბოს სამხატვრო სკოლის კედლიდან ლია უკლებას ნახატი წაშალეს
FaceBook
ლია უკლებასთვის უცნობია მიზეზი რატომ წაშალეს ნახატი და ისიც თუ ვინ წაშალა.

მხატვარ ლია უკლებას მიერ წყალტუბოს სამხატვრო სკოლის კედელზე შესრულებული ნახატი წაშალეს.

ნახატის ავტორს ადგილობრივებმა შეატყობინეს ნახატის წაშლის შესახებ. ლია უკლებასთვის უცნობია მიზეზი რატომ წაშალეს ნახატი და ისიც თუ ვინ წაშალა.

კედლის მხატვრობა წყალტუბოს გამგეობასთან შეთანხმებით განხორციელდა. ნახატის ავტორმა ნებართვა გამგებლის მოადგილისგან მიიღო.

ნახატი პროექტის - "ქალი საჯარო სივრცეში" ფარგლებში განხორციელდა. პროექტი ქალთა ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ზაზა ძნელაძე განმარტავს, რომ ლია უკლებას ნახატის წაშლის შესახებ ინფორმაციას გამგეობა არ ფლობს და სამხატვრო სკოლის საქმიანობაში მათი მხრიდან ჩარევა არ ხდება.

თუ რა განმარტებას გააკეთებენ მომხდარ ფაქტზე წყალტუბოს სამხატვრო სკოლაში ქუთაისიპოსტი მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


Print