ახალი ამბები
ბაღდათში, ბინის ეზოში, მიწის მასა ჩამოიშალა - ევაკუირებულია 19 ოჯახი
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რუსთაველის ქუჩაზე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა.

აღნიშნულის გამო მერიამ ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

საუბარია N16 ბინაში მცხოვრები 19 ოჯახის დროებით ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

ამასთან, მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მერიის დაკვეთით, უკვე განხორციელდა გეოლოგიური კვლევა რუსთაველის ქუჩის N16 ბინის მდგრადობის შემოწმების მიზნით.

მათივე ცნობით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.


Print
თეგები: #ბაღდათი