ახალი ამბები
ჭიათურაში, მოშიმშილეებს კიდევ ერთი მაღაროელი შეუერთდა - საკვების მიღებაზე უარს ამბობს 8 ადამიანი
FaceBook
ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა კიდევ ერთმა მაღაროელმა, თემური მოდებაძემ, დაიწყო.

მოშიმშილეების და ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნაა, 4 დაკავებული თანამებრძოლის განთავისუფლება.

ამ დროისთვის, ქალაქში, სულ 8 ადამიანი შიმშილობს, სამ მათგანს პირი აქვს ამოკერილი.

"მივიღე გადაწყეტილება, შევუერთდე ჩემს მებრძოლებს შიმშილობაზე და მეც დავიწყე შიმშილობა. ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას. ვინმე მოვიდეს, გაგვცეს პასუხი,
რეალურად რამე გვითხრას დამაიმედებელი. ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან, მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას",- განაცხადა თემურ მოდებაძემ.

ჭიათურაში დღეს საპროტესტო ქციის 132-ე და შიმშილობის 21-ე დღეა.

მშრომელები უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება.

ამ დრომდე მაღაროელების პროტესტით მთავრობის არცერთი წარმომადგენელი პირადად არ დაინტერესებულა და ადგილზე არ ჩასულა.

Print