ახალი ამბები
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის გამოცდები დღეიდან დაიწყო
FaceBook

2025 წლის საგამოცდო პროცესში, დღეიდან, 8 ივლისიდან, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვნენ.



ისინი დღეს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ, აბიტურიენტებისთვის კი უცხოური ენების გამოცდა მიმდინარეობს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური ენების გამოცდის პირველ სესიაზე გამოცხადდა 95%-მდე აბიტურიენტი, დაიგვიანა სამმა აბიტურიენტმა. საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე კი 86%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა.

10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლების გამოცდების ჩასაბარებლად, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.


 

Print
თეგები: #გამოცდები