გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირის ბოლომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება.
მისივე ინფორმაციით, 8 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, იმერეთში,
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომელიც 11
ივლისიდან თანდათან შესუსტდება.
დოდო გვაზავას ინფორმაციით, 12 ივლისის ჩათვლით, ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 37-39 გრადუსი დაფიქსირდება.
13 ივლისს მოიღრუბლება და რამდენიმე გრადუსით დაიკლებს ჰაერის
ტემპერატურა.
მასალის გამოყენების პირობები