2025 წლის საგამოცდო პროცესი გრძელდება - დღეს აბიტურიენტები უცხოური
ენების გამოცდას ორ სესიად აბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოური
ენების გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებულთაგან ტესტირებაზე 93%-ზე
მეტი აბიტურიენტი გამოცხადდა. ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა სამმა
აბიტურიენტმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს არ
დაიგვიანონ გამოცდაზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები, 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების გამოცდით, დასრულდება.
ეროვნულ გამოცდებზე, საქართველოს მასშტაბით, 39 000 ახალგაზრდა
დარეგისტრირდა.
მასალის გამოყენების პირობები