ახალი ამბები
ჭიათურაში ორი მაღაროელი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა
FaceBook

ჭიათურაში, მოშიმშილე მაღაროელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.



განსაკუთრებით რთული და საყურადღებოა მაღაროელ ტარიელ მიქაცაძის მდგომარეობა, რომელიც არც წყალს იღებს და არც გლუკოზას. ექიმების თქმით, მისი შაქრის დონე კრიტიკულ 2.1-მდე (მმოლ/ლ) დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ტარიელ მიქაცაძე უარს ამბობს სასწრაფო დახმარებასა და ნებისმიერი სახის მკურნალობაზე, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 3 ივლისს, მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო, სასწრაფო დახმარების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო.

მშრალი შიმშილობა დაიწყო მირზა ლოლაძემაც, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი ამოკერილი აქვს. ასევე შიმშილობს საპატიმროში მყოფი მერაბ სარალიძეც.

მოშიმშილეები და პროტესტის მონაწილეები დაკავებული თანამებრძოლების საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ შიმშილობას არ შეწყვეტენ, ვიდრე თანაქალაქელებს გარეთ, თავისუფალს არ იხილავენ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

ოთხი მაღაროელი 29 აპრილს, გამთენიისას, დააკავეს. როგორც მშრომელები ამბობენ, პოლიციამ ისინი საპროტესტო კარვიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის 225-ე მუხლით დაუმძიმდათ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ჭითურაში დღეს პროტესტის 127-ე და შიმშილობის მე-16 დღეა. 

მშრომელები უკვე მეხუთე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, ხელფასების გადაუხდელობას, უკანონო რეორგანიზაციასა და თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას. მაღაროელების მოთხოვნებს ახლა უკვე დაემატა 4 უსამართლოდ დაკავებულის გათავისუფლება. როგორც მშრომელები ამბობენ, დაკავებული თანამებრძოლების ციხიდან გამოშვება არის უპირობო და აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ პროცესები დაბრუნდეს ჯანსაღ და სამართლიან ჩარჩოში. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, ჭიათურაში 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდ

 

Print