ახალი ამბები
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
FaceBook
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს, დაიწყო.
საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 93%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა.

ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

5

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით, 22 ივლისს დასრულდება.

2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.

Print
თეგები: #გამოცდები 2025