ახალი ამბები
ავიაკომპანია FlyArystan-ი ივლისში ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის ხუთ ქალაქში იფრენს
FaceBook
ყაზახური ბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ივლისში ქუთაისიდან ფრენების სიხშირეს გაზრდის.
კომპანიის ინფორმაციით, 1-დან 31 ივლისის ჩათვლით ავიაკომპანია ქუთაისიდან ყაზახეთის ხუთ ქალაქში იფრენს.

ეს ქალაქებია:

ატირაუდან – ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა;
აქთაუდან – ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი;
შიმკენტიდან – ორშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი;
ასტანადან – ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი და კვირა;

ალმატის მიმართულებით ფრენების სიხშირე არ იზრდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში კვლავ ოთხი სიხშირით შესრულდება ფრენა.

კერძოდ, ივლისში ალმატის მიმართულებით ფრენები ორშაბათობით, ოთხშაბათობით, პარასკევობითა და შაბათობით შესრულდება.


Print