რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
შესაბამისი განცხადება ოპოზიციური პარტიების სახელით „კოალიცია
ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან წაიკითხა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში
მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ
"ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს".
რვა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების გზა "რეჟიმთან სრულ
არათანამშრომლობაზე გადის" და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საერთო
ეროვნულ წინააღმდეგობას აგრძელებს.
განცხადებას უერთდება: "თავისუფლების მოედანი"; "დროა"; "გირჩი-მეტი
თავისუფლება"; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "სტრატეგია
აღმაშენებელი"; "ევროპული საქართველო"; "ახალი"; "ფედერალისტები".
მასალის გამოყენების პირობები