ახალი ამბები
სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება 300 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს
FaceBook
სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურებისთვის, ე.წ. დრიფტისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო საშუალების განზრახ მოცურება/მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება (დრიფტი), გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის შემთხვევისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
Print