ახალი ამბები
ვანში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს 500 ლარით დაეხმარებიან
FaceBook
ვანის მუნიციპალიტეტში, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი პროგრამა ამოქმედდა.

პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველი სტუდენტების დახმარებას ითვალისწინებს, მიმდინარე წელს დაიწყო.

პროგრამის მიხედვით, იმ სტუდენტებს, რომელთა ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, 500 ლარით დაეხმარებიან.

"სუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და მათი სარეიტინგო ქულა 70 000 - ზე დაბალია, წელიწადში ერთხელ 500 ლარით დავეხმარებით," - განმარტავენ ვანის მუნიციპალიტეტში.

მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე დახმარება 6 სტუდენტზე გასცეს.

"უნდა მოგვმართონ განცხადებით სტუდენტებმა, წარმოადგინონ სოციალურად დაცუველობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც მათზე გაიცემა ფულადი დახმარება," - ამბობენ ვანის მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურში.

სტუდენტების დახმარების პროგრამისთვის ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 25 000 ლარია გათვალისწინებული.

Print