ხარაგაულის სოფელ ხემაღალიდან და ღვერკიდან, სადაც მეწყრული
პროცესები გააქტიურდა, უსაფრთხო ადგილას 17 ოჯახი გაიყვანეს.
როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ ოჯახების
საცხოვრებელი სახლები გეოლოგების მიერ საფრთხის შემცველად შეფასდა,
ამიტომ მათ ქირით უზრუნველყოფენ.
ამის პარალელურად, სტიქიის ზონაში მეწყრული პროცესების მონიტორინგი
გრძელდება - გეოლოგების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მიწის
სტრუქტურის დაკვირვებას.
იმ მონაკვეთებში, სადაც გზებზე მიწის მასა იყო ჩამოსული, მობილიზდა
ტექნიკა და გაიწმინდა ტერიტორია.
სოფელ ხემაღალსა და ღვერკში, მეწყრული პროცესების განვითარებამ
მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე
დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და
სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მასალის გამოყენების პირობები