ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე თქმით, დღეს, 30 ივნისს, უმეტეს რაიონში, დროგამოშვებით იწვიმებს. ხვალ, 1 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან, ცალკეულ რაიონებში, შესაძლოა მცირე წვიმა, რომელიც გაგრძელდება 3 ივლისის ჩათვლით. ამასთან, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 24 გრადუსამდე.

დოდო გვაზავას ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 30-დან 32 გრადუსამდე გათბება.
Print
თეგები: #ამინდი