ახალი ამბები
დაზიანებული სახლები, გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები - მეწყერული პროცესები ხარაგაულში
FaceBook
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ღვერკი - ხემაღალის ტერიტორიაზე, მეწყრული პროცესები განვითარდა.

სტიქიამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე დაზიანებულია, საავტომობილო გზების ნაწილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.





მეწყრული პროცესების და ტერიტორიის შესწავლის მიზნით ადგილზე უკვე იმყოფებიან გეოლოგები.

"სტიქიური მეწყრული პროცესების შესწავლა სპეციალისტების მიერ მოხდება. ხარაგაულის მერია შესაბამის ღონისძიებებს გეოლოგების დასკვნის და რეკომენდაციების საფუძველზე გაატარებს",- განმარტავენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში.
Print