ახალი ამბები
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ორი ქალბატონი მძიმედ დაშავდა
FaceBook
აფეთქების შედეგად შენობაში დაზიანებულია ინვენტარი

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სახაჭაპურეში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად 3 ქალბატონია დაშავებული. მათგან ორმა მძიმე დაზიანებები ფეხის არეში მიიღეს, მესამე კი შედარებით მსუბუქად დაშავდა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადგილზე ე.წ. წყლის დასაგაზი ბალონი აფეთქდა.

ინფორმაციას უარყოფენ ობიექტის მეპატრონეები. თუმცა, დაშავებულთა საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს ქუთაისის სამაშველო სამსახურში.

ადგილზე დაშავებულთა საავადმყოფოში გადაყვანის თვითმხილველებიც არიან.

აფეთქების შედეგად შენობაში დაზიანებულია ინვენტარი, ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები.

Print