ახალი ამბები
ზესტაფონის სახელმწიფო თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.


კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.

"თეატრის საჭიროებებს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად ადგილზე გაეცნო და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თეატრის გენერალური მენეჯერის, თეა მაღლაკელიძისგან მოისმინა", - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ზესტაფონის თეატრის ახლანდელი შენობის მშენებლობა  მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. თეატრი 1962 წელს გაიხსნა. იგი არქიტექტორ შ. თავაძის პროექტით აიგო.

სამსართულიანი შენობა კლასიცისტური სტილითაა აგებული. დარბაზი 505 ადამიანს იტევს.

ზესტაფონის თეატრის შენობას სრული რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია, 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ რამდენიმე სივრცის შერემონტება მოხდა.

Print