ახალი ამბები
აფეთქება ქუთაისში - 3 მოქალაქე დაშავებულია
FaceBook

შემთხვევა ქუთაისში ერთი საათის წინ მოხდა.

ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე გაზის ბალონი აფეთქდა.

შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. 

გაზის ბალონი ე.წ.ყვავილების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მყოფ სახაჭაპურეში აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად, დაშავებულია 3 მოქალაქე.

"დაშავებულია სამი ქალბატონი, დაზარალებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ და ისინი გადაყვანილია საავადმყოფში," - ამბობს  ქუთაისის სამაშველო სამსახურის უფროსი ვოვა ჯღამაძე. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.

დამატებით დეტალებს "ქუთაისიპოსტი" დეტალებს შემთხვევის ადგილიდან გაგაცნობთ.
Print