ახალი ამბები
გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები სრულდება
FaceBook
გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) დასკვნით ფაზაში შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ავრცელებს.

"გერმანელი კონსტრუქტორები მთავარი ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს აწარმოებენ. რამდენიმე კვირიანი შეფერხებები, რომელიც მასალის მოწოდებასთან იყო დაკავშირებული, აღმოფხვრილია და ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის ურთულესი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე კვირაში მთლიანად დასრულდება",- აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.

სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე 40 მეტრიანი მეტალის კონსტრუქციის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები 2024 წლის ივლისში დაიწყო

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები 2019 წელს წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ თვეში, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

Print