ახალი ამბები
როგორ ავამუშაოთ დემოკრატია? - პირველი რეგიონალური ვორქშოფი ქუთაისში
FaceBook
პირველი რეგიონალური ვორქშოფი გაიმართა ქუთაისში პროექტ - " სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის" ფარგლებში.

დემოკრატიის პრინციპები და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტების მოწყობა - ეს ის ძირითადი თემები იყო, რომლებზეც  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონალური ვორქშოფის ფარგლებში ისაუბრეს.

"ვორქშოფი ემსახურება იმას, რომ ეს თემები საზოგადოების ფართო მასებში უფრო ნაცნობი და ახლობელი გახდეს და საზოგადოებამ თვითონ გაიგოს და მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მოწყობაში" - აცხადებს პროფესორი, მამუკა ბერიაშვილი.

როგორ ავამუშაოთ დემოკრატია? მოხსენების ფარგლებში საუბარი შეეხო დემოკრატიის ემპირიულ თეორიებს. პოლიტიკური ინსტიტუტებისა და პოლიტიკური კონკურენციის მნიშვნელობას პროცედურული დემოკრატიის დასაცავად.

პროექტ - " სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი" ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით.

პროექტის მიზანია სახელმწიფო მოწყობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო, აკადემიური და პოლიტიკური დისკუსიების წამოწყება საზოგადოების ჩართულობის გზით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე, იმერეთის გუბერნატორი.


Print