სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებული საზამთრო და ნესვი
ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა.
სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის
ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო
ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია
იმპორტირებული საზამთროს და ნესვის 41 ნიმუში.
"კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას - 90
მგ.კგ, მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა. ნესვის ნიმუშებში ერთ
შემთხვევაში მცირედით აჭარბებდა დადგენილ მაჩვენებელს და 98,3 მგ.კგ.
იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში - 140 მგ.კგ-ს შეადგენდა.
შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით
დადგენილი ღონისძიებები და ბიზნესოპერატორს დაავალა აღნიშნული
სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.
სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე
ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს",- აღნიშნულია
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები